10 წლის შემდეგ პირველად, ტარიელ ხარხელაურის ლექსების ახალი კრებული გამოიცა. „სამყარო ხილულ სამყაროს მიღმა“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც ავტორის 400-ზე მეტი ლექსია წარმოდგენილი. ავტორის თქმით, წიგნი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემატიკას აერთიანებს. წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.