ტარიელ ხარხელაურის საღამო

თიანეთის მუნიციპალიტეტის რეაბილიტირებული კულტურის სახლი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებასთან  დაკავშირებით, პოეტ ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართა. პოეტის განცხადებით, ქვეყნის სატკივარი და სიხარული მის ლექსებშია გადმოცემული. ასევე, მოეწყო მხატვრების: ლევან ხარანაულის, მანონი ბულესკირიას, ხათუნა ფერაძისა და ნუგზარ მელაძის გამოფენა და დაჯილდოვდნენ თიანეთის საპატიო მოქალაქეები, ექიმები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.