დღეიდან თბილისში ტაქსების მძღოლებმა საქმიანობის ნებართვა უნდა მიიღონ. პროცესი ოქტომბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ფინანსური ჯარიმები ამოქმედდება. სავალდებულო რეგისტრაცია ტაქსების აღრიცხვას, მომსახურების გაუმჯობესებასა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანას უკავშირდება.
ლიცენზიის მიღება ფასიანია, ფასი კი მანქანების ტიპის მიხედვით სხვადასხვაა. რეფორმას მომდევნო ეტაპიც აქვს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. 2019 წლიდან ტაქსების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო იქნება, მძღოლებს რამდენიმე ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც მოუწევთ.