თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკვალიფიკაციო ცენტრის მშენებლობა იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკვალიფიკაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

სხვადასხვა კატეგორიის მძღოლები ტრენინგცენტრში ევროპული სტანდარტების ცოდნისა და გამოცდილების მიღებას შეძლებენ. ცენტრის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ევროკავშირის ქვეყნებში იქნება აღიარებული.