„თანასწორობის მოძრაობა“ დღეს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს.
ორგანიზაციის წევრებმა მიზეზად შესაძლო დაპირისპირება დაასახელეს, რადგან მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 17 მაისს მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს უპრეცედენტო მობილიზება აქვთ გამოცხადებული.
შეგახსენებთ, „თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კანცელარიასთან შეკრებას გეგმავდა.