თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა. ღონისძიება მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შედგა და მას თბილისის პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ უმასპინძლა. თამაშში მონაწილეობა ექვსი სკოლის 10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა 6-მა ჯგუფმა მიიღო. ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებმა ადამიანის უფლებებთან, ტოლერანტობასა და თანასწორობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს. გამარჯვებული თბილისის N 77 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.