ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ ხაშურის სკოლაში

ხაშურის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ ითამაშეს. სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ტელეგადაცემის წამყვანი, საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე და მწერალი და ჟურნალისტი დავით გორგილაძე.

ერთმანეთს ოთხი გუნდი შეეჯიბრა. გუნდებს სტუმრების კითხვებზეც მოუწიათ პასუხის გაცემა. ბოლოს კი თამაში გიორგი მოსიძემ წაიყვანა და სწორედ მის მიერ ზედიზედ დასმულმა სამმა შეკითხვამ გამოავლინა გამარჯვებული.

რა? სად? როდის?