თანამშრომლობის მემორანდუმი

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები გააღრმავებენ თანამშრომლობას არა მარტო COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, არამედ ფუნდამენტური და გამოყენებითი ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც რეალიზდება იაპონიის უდიდესი ამაჩქარებლების კომპლექსზე. ტექნიკური უნივერსიტეტი და კ-ე-კ-ი ასევე მოამზადებენ საერთო სამეცნიერო-კვლევით პროექტებს, რომლებსაც საერთაშორისო ფონდებს წარუდგენენ. მემორანდუმის თანახმად, გაგრძელდება იაპონიის ერთ-ერთ წამყვან SOKE-NDAI-ის უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო და სამეცნიერო კოლაბორაცია, რომელიც სტუ-ს ახალგაზრდა მკვლევრებს – მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას.