თანამშრომლობის მემორანდუმი

ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია განსაზღვრული. მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას და ტექნიკური დახმარების გაწევას. დაგეგმილია რეგიონული სასწავლო კურსების ჩატარება.