სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, NCDC-ს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის გეგმები განიხილეს. პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა. ისაუბრეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების, ასევე – ლაბორატორიული სიმძლავრეების გაძლიერებაზე.