თანამშრომლობის მემორანდუმი

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ივანე მაჩაბელის სახელობის სამკითხველო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები კომპანია „ანაგსა“ და ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. ისტორიული დარბაზი მკითხველისთვის წლებია დაკეტილია. აღნიშნული სივრცე მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ პირველ კორპუსში.