ეროვნულ მუზეუმსა და სამხატვრო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ერთობლივად იმუშავებენ, დაგეგმავენ და განახორციელებენ კულტურული ფასეულობების შესწავლისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო ერთობლივ ღონისძიებებს. მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის ხელშეწყობა.