საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი და ფრანგული უნივერსიტეტი, „სუპაგრო მონპელიე“ ერთობლივ, 2-დიპლომიან საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამას იწყებენ.
ხელმოწერის ცერემონიას, ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, საფრანგეთის ელჩი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესწრებოდნენ. ამ ხელშეკრულებით საქართველო შეუერთდება კონსორციუმს, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნებიც შედიან.