მიღება ბრიტანეთის საელჩოში

ჩივნინგის პროგრამის 2018-19 სასწავლო წლის მონაწილე სტუდენტებს დიდი ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა. ბრიტანეთის ელჩმა მათ წარმატება უსურვა.

წელს სტიპენდია 17-მა სტუდენტმა მიიღო.

ჩივნინგის პროგრამა საქართველოში უკვე 25 წელია მოქმედებს. მის ფარგლებში 250-ზე მეტმა ქართველმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა გაიარეს.