ახალი შანსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციამ „ანიკა“ დაიწყო პროექტის „დამხმარე ტექნოლოგიები შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ განხორციელება. პროექტის მიზანია შშმ პირების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და დასაქმების ხელშეწყობა.
პროექტი მათზე მორგებულ უახლეს ტექნოლოგიებთან მუშაობის გამარტივებას ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია ისეთი ტიპის აპარატურის გამოყენებაზე, რომელთა დახმარებით შშმ პირები კომპიუტერის სხვადასხვა პროგრამაში მუშაობას შეძლებენ. ტრენინგებს დუბაიდან ჩამოსული სპეციალისტი ატარებს, რის შემდეგაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მანამდე მიუწვდომელი და არაადაპტირებული საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.