ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 მეხუთედ იმართება. ადგილობრივების წინაშე ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები წარდგებიან. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს.
ამიტომაც ფესტივალის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა. ფესტივალი გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.