თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად მომავალი წლიდან ახალი შეფუთვა ხდება სავალდებულო. მოთხოვნაა ეტიკეტში ცვლილებები და სადა შეფუთვა, რათა მომხმარებლებს კონკრეტული ბრენდის ამოცნობა გაუჭირდეთ. ახალი რეგულაცია ოთხი წლის წინ მიღებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადებას ითხოვენ, სიგარეტის კოლოფის სადა და მარტივი შეფუთვა უკვე ექვსი წელია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა.