რეგულაციები კერძო ბაღებისთვის

კერძო ბაღებში ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

კერძო სკოლამდელი დაწესებულებები, საჯაროს მსგავსად, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევიან. იგულისხმება ინფრასტრუქტურის, კვების რაციონის და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის კონტროლი და რეგულირება. მოლოდინია, რომ რეფორმით გათვალისწინებულ სტანდარტებს კერძო ბაღების ნაწილი ვერ დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ხარვეზების და დარღვევების გამოსასწორებლად ვადა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქციონირების უფლებას დაკარგავენ.