სიგარეტი გაძვირდა. თამბაქოზე ფასმა საშუალოდ 50 თეთრით მოიმატა.
თამბაქოს ინდუსტრიაში აცხადებენ, წლის ბოლომდე საფასური ლარიდან ლარნახევრამდე გაიზრდება. იმპორტიორი კომპანიები მიიჩნევენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, არალეგალურ ბიზნესს, ე.წ კონტრაბანდის წილს გაზრდის. თამბაქოს კონტროლის ალიანსში კი მიესალმებიან თამბაქოზე აქციზის ზრდას და ამბობენ, რომ მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად, საჭიროა გადასახადი ყოველწლიურად გაიზარდოს.