ადამიანი, რომლის სახელს ქართული სატელევიზიო თეატრის ეპოქა უკავშირდება.
ცნობილ დრამატურგს, მთარგმნელსა და სცენარისტს, თამაზ გოდერძიშვილს ხვალ საიუბილეო თარიღი აქვს. მას 90 წელი უსრულდება. სატელევიზიო დადგმების რედაქციაში გატარებული 32 წელი, არაერთი გახმაურებული სპექტაკლი და ცნობილ რეჟისორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა – წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას იუბილარი ჩვენთან ინტერვიუში თავად იხსენებს.
ტელევიზიაში საქმიანობისა და სცენარისტობის გარდა, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, არის არაერთი პიესის ავტორი. თამაზ გოდერძიშვილის შემოქმედების გაცნობა მკითხველს უკვე შეუძლია, ავტორმა თარგმანები ერთ წიგნად რამდენიმე წლის წინ გამოსცა.