თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი კირბალში

რუსი ოკუპანტების მიერ მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სოფელ კირბალში. პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება. თამაზ გინტურის ავტომანქანა, რომელსაც ნატყვიარები აქვს, უკვე გადმოეცათ ქართველ სამართალდამცველებს და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. რამდენჯერმე გამოჰკითხეს სამართალდამცავებმა თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა სოფლის სალოცავში. პაპიტაშვილი აცხადებს, რომ სალოცავი გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. უკანონო პატიმრობაში რჩება ლევან დოთიაშვილი, რომელიც მომხდარის ერთადერთი თვითმხილველია. ცენტრალური ხელისუფლება დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლებას და მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.