საქართველოს მოქალაქის მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან. რუსი ოკუპანტების მიერ მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სოფელ კირბალში. პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ასევე მიმდინარეობს მუშაობა უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გასათავისუფლებლად.
თამაზ გინტურის ავტომანქანა, რომელსაც ნატყვიარები აქვს, უკვე გადმოეცათ ქართველ სამართალდამცველებს და შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება თამაზ პაპიტაშვილს, რომელიც გინტურთან და დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, როგორც ცნობილია, ის უკვე გამოიკითხა.