რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გამოკითხვაზე იმყოფება. გივი გინტური შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებელს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. მისი განცხადებით, სამხედრომ, რომელმაც მის ძმას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, გვარი შეიცვალა. მოკლულის ოჯახი დამნაშავის საქართველოსთვის გადმოცემას და აქ გასამართლებას მოითხოვს.