რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სოფელ კირბალის მკვიდრი მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 58 წლის მამაკაცი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ექვსი დღის წინ მოკლეს. რუსმა სამხედროებმა ის საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ქართველი სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.
თემაზე საუბარს ნინო ფისაძე განაგრძობს, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.