თამარ ჩუგოშვილი - ძალადობისკენ მოწოდება ნებისმიერი მხარისგან მიუღებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ძალადობისკენ მოწოდება ნებისმიერი მხარისგან მიუღებელია, გამოხატვის თავისუფლება კი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე დაკისრებული მოვალეობა მაღალ დონეზე შეასრულა.