თამარ ბაჩალიაშვილის საქმე 

თითქმის ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურაში.

23 წლის გოგონას ახლობლები უწყებაში ადვოკატთან ერთად საქმის მასალების გასაცნობად მივიდნენ. გარდაცვლილის დედა ისევ ბრალის გადაკვალიფიცირებას, მკვლელობის მუხლით ითხოვს. უფლებადამცველს შეკითხვები აქვს იმ პირთან დაკავშირებით, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გოგონას მანქანა აღმოაჩინა. ასევე ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც უნდა დადგინდეს, რა ნივთიერებები იყო ორგანიზმში. საყურადღებოა მანქანაში ნაპოვნი წყლის ბოთლიც, სადაც ადვოკატის თქმით, გარკვეული მედიკამენტი იყო გახსნილი.

გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე.