ქართველი რეჟისორების ნამუშევრებს ესტონეთში აჩვენებენ. ტალინში „ბნელი ღამეების“ კინო-ფესტივალი დაიწყო. მაყურებელმა უკვე ნახა ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“.
რიგით 24-ე კინოფესტივალის მაყურებელი ზაზა ურუშაძის კიდევ ორ ფილმს ნახავს. მათ შორისაა ანტონი, რომელიც ქართველი რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.