თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 

22:13, 03.11.2020

თბილისი საერთაშორისო სტუდენტური კინო-ფესტივალს მასპინძლობს.

საფესტივალო პროგრამა ხუთი ქვეყნის ხუთ საუკეთესო კინო-სკოლას აერთიანებს. ამჯერად რეჟისორების ნამუშევრები სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსდება. პანდემიიდან გამომდინარე ფესტივალი ონლაინ-ფორმატში ტარდება.

სტუდენტური ნამუშევრების ჩვენების შემდეგ, 6 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ჟიური გამარჯვებულებს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების კატეგორიაში გამოავლენს.

მსგავსი