მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი ქუთაისის აეროპორტში

პარიზი, ტალინი, მეორე ბაზირებული ხომალდი და 10 მიმართულებით გაზრდილი რეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

„ვიზ ეარმა“ ფრენები დღეიდან დაამატა. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეისები ქუთაისიდან კვირაში ორჯერ ხოლო პარიზში ოთხჯერ შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მილანის, პრაღის, და სალონიკის მიმართულებით. 2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.