ქართული კულტურის ფესტივალი ციურიხში 

ფესტივალი, რომელიც ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. „ციურიხი თბილისი“ პირველ ოქტომბერს ციურიხში გაიხსნება.

ლიტერატურა, მუსიკა, კინო, არქიტექტურა და ხელოვნება – საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვანი იქნება. ქართველი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივის, დისკუსიების, „ვორქშოფებისა“ და სემინარების პარალელურად ციურიხის ლიტერატურის სახლში ცნობილი ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის რომანის პრეზენტაციაც გაიმართება.