ტაივანის სრუტეში ვითარება იძაბება

ტაივანის სრუტეში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

მას შემდეგ რაც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი კუნძულზე ჩავიდა, ჩინეთმა საკუთარი ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა.

ოფიციალური პეკინი, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, პელოსის ვიზიტს სუვერენიტეტის ხელყოფად აღიქვამს და ტაივანის გარშემო ექვს სხვადასხვა ადგილზე საზღვაო სამხედრო სწავლებას მართავს. შედეგად კუნძულთან მისასვლელი გზები ბლოკირებულია. ტაივანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩინეთი წვრთნებით კუნძულზე შეჭრისთვის ემზადება. არსებული ვითარებით შეშფოთებულა ამერიკის შეერთებული შტატებიც, თუმცა ვაშინგტონში ამ ეტაპზე სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას არ ელოდებიან.