თაღლითობის სავარაუდო შემთხვევა გოგელიას კლინიკაში

სავარაუდო თაღლითობა სეზონური გრიპის ვაქცინებზე.

ხმაური იყო დღეს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში. სოციალურ ქსელში სამედიცინო პუნქტის გვერდზე გავრცელდა რეკლამა, რომ დღეიდან ხელმისაწვდომი იქნებოდა ფრანგული წარმოების 4-კომპონენტიანი აცრა. კლინიკაში ვაქცინა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა დაჯავშნა, ნაწილი დღეს აიცრა კიდეც, თუმცა გაირკვა, რომ მათ არა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, არამედ სხვა პრეპარატი გაუკეთეს. კლინიკას კი იმუნიზაციის სერტიფიკატი საერთოდ არ გააჩნია. საქმეში უკვე ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო და პოლიცია, სადაც გამოკითხვები მიმდინარეობს.

გენო ოსიყმაშვილი გვეტყვის დეტალებს.