დაკავება არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე

12:16, 08.09.2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაყიდვის ფაქტზე ზუგდიდის რაიონში ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა.

ბრალდებულმა დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კი, მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი