ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ადგილია, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურის, მათ შორის მოწესრიგებული გზის არარსებობა, არა თუ ტურისტებისთვის, ადგილობრივებისთვისაც სერიოზული პრობლემაა. სოფელი ახალგაზრდებისგან ფაქტობრივად მთლიანად დაცლილია. ტაბაწყურში დარჩენილი 400-მდე ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ სოფლის გადასარჩენად ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერაა საჭირო.