პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდნენ. მოსწავლეები თერმოსკრინინგს გადიან.
საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ხოლო მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ამ ქალაქებში სწავლა ონლაინრეჟიმში გრძელდება. ამასთან, სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განახლდა ფოთსა და გორში. დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყო.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში დაბრუნდა [ფოტო]