პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში დაბრუნდა [ფოტო]
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში დაბრუნდა [ფოტო]

აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდნენ. მოსწავლეები სკოლებში შესვლამდე თერმოსკრინინგს გადიან.

დღეიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ხოლო მეშვიდედან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ამ ქალაქებში სწავლა ონლაინრეჟიმში გრძელდება.

ამასთან, სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განახლდა ფოთსა და გორში.

დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყო.