დღეს სვეტიცხოვლობა და მცხეთობაა.
დღესასწაულის აღნიშვნა ისტორიულ ქალაქში საზეიმო ღვთისმსახურებით დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებით პიროვნების დაფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მოგვიანებით ზეიმი ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. მცხეთობისადმი მიძღვნილი პროგრამა წელსაც მრავალფეროვანი იყო.