მეუფე შიოს ქადაგება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. მეუფემ ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად ფარავნის ტბიდან ფეხით მსვლელობით ჩამოვიდა წმინდა ნინოს მომლოცველთა ჯგუფი. მოგზაურობა ტრადიციული ხასიათისაა და 30 წელზე მეტია გრძელდება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული.