სვანეთში „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება - რას აცხადებენ ადგილობრივები
„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილი მორიგ აქციას მართავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას არ დაუშვებენ. მათ სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის შენობის წინ ქუჩა გადაკეტეს.
აქციაზე მისული ერთ-ერთი ორსული ქალი პროტესტის ნიშნად მიწაზე დაწვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია მესტიაში რამდენჯერმე უკვე გამართეს.
კომპანია “სვანეთი ჰიდროს” წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს, მათი თქმით, მშენებლობა დადგენილ ვადებში გაგრძელდება.