სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან შეაჯამა.
სააგენტოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე და ახალ რეგულაციებზე.