სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო ორი შეტყობინება რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“. რაც შეეხება „ნიკორა ტრეიდის“ პოზიციას – მათი განცხადებით, მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის“ ქათმის ფილე „გრაკო“ გახდა – რომლის კონკრეტული პარტიაც მოხმარებიდან მალევე მოიხსნა.