სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე  საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება და შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს.

შემოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო, 25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და რეკომენდაციები მისცეს.