სურსათის სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.

„სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სეს-ის ინფორმაციით, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.