ისტორიული მემკვიდრეობა, რომელსაც მე-12-მე-13 საუკუნეების ძეგლი ინახავს.
სურამის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაგმენტს მიაგნეს. ახალი აღმოჩენა არაერთხელ გადაკეთებული და დანგრეული ციხის დღემდე უცნობ ნაწილებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ციხის ტერიტორიაზე კვლევა მომავალშიც გაგრძელდება, საბოლოოდ ძეგლს კონსერვაცია რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გეგმის მიხედვით ის დაბა სურამში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მარშრუტი უნდა გახდეს.