შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი და რეგიონის გამორჩეული ადგილი ქვეყნის ტურისტულ რუკაზე - მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ხელთუქმნელი ბუნება, უძველესი არქიტექტურული ძეგლები და უნიკალური არტეფაქტები. იმოგზაურე საქართველოში და აღმოაჩინე ის, რაც შენია

„აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“. პანდემიის ფონზე, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ახალი კამპანია დაწყო. შიდა ქართლში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ჟურნალისტებმა ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე, სხვილოსა და სურამის ციხეები, კოდიწყაროს ტბა და გრაკლიანის მუზეუმი მოინახულეს.

რა ელოდება რეგიონში მოგზაურობის მსურველებს, თათია ბუხრაშვილი მოგიყვებათ.