ავთენტური იერსახით აღდგენილი კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატი. რესტავაცია-კონსერვაციის ჯგუფმა მე-18 საუკუნეში გამოცემულ „ჟამნზე“ მუშაობა დაასრულა. ერეკლე მეორის სტამბაში დაბეჭდილი წიგნი საკმაოდ შელახული და დაზიანებული იყო.
რამდენიმე თვიან რესტავრაციის პროცესში აღდგა ტყავის გარეკანი, ასევე გაიწმინდა 700-მდე ფურცელი და შეივსო წიგნის დაზიანებული ადგილები. „ჟამნი“ ერეკლე მეორის სტამბის უნიკალურ კოლექციაში აღდგენილი ფორმით ბრუნდება. პარალელურად ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვა ძველი ნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია.