Sunday Times: ბრიტანეთი რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავს. ამის შესახებ სანდეი თაიმსის ჟურნალისტებმა შეიტყვეს.

სანქციები დიდ ბრიტანეთში მყოფ რუს ოლიგარქებს შეეხებათ. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა გამოცემასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მთავრობა გაერთიანებულ სამეფოში მყოფი რუსი ბიზნესმენების კუთვნილი უკანონო ფინანსების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომის მიღებას განიხილავს.

მანამდე, ტერეზა მეიმ არ გამორიცხა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების აქტივები გაყინოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადასტურდა, რომ ეს ფინანსები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სიცოცხლეს და ქონებას საფრთხეს უქმნის.