ვინ დაიკავებს დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას

„კონსერვატიულ პარტიაში“ ჩატარებული გამოკითხვებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ლიზ ტრასი 22 პროცენტით უსწრებს რიში სუნაკს. გამოკითხვა „კონსერვატიულ პარტიაში“ სააგენტო „ოპინიუმმა” ჩაატარა.

პარტიის 450 წევრს შორის ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი სწორედ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ხოლო ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს მხოლოდ 39 პროცენტი.

ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.