რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში ბრიტანეთს ადანაშაულებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა, 26 სექტემბერს, ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა. რუსეთის ამ ბრალდებებს უპასუხეს ბრიტანეთში. ლონდონი რუსეთს „ეპიკური მასშტაბის ტყუილში“ ადანაშაულებს და ამ ტყუილის მიზეზად, უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადაფარვას ასახელებს.