მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ის 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სულთმოფენობის დღესასწაულზე, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით ირთვება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მეუფე შიო მუჯირმა მრევლს ქადაგებით მიმართა და პატრიარქის მილოცვა გადასცა.